Saturday, December 15, 2018

დღე მეცხრე ,,რეფლექსია"

   დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
ტრენინგი დავიწყეთ საშინაო  დავალების განხილვით. კერძოდ, პროექტის გეგმაში       დიფერენცირებული  სწავლებების  გრაფის  შევსება.
    ბლოგზე ავტვირთეთ  პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვისწავლეთ პროექტის გეგმაში   გამოყენებული ინტერნეტრესურსების ბმულის ჩასმა hyperlink-ის საშუალებით.
    ასევე ვისწავლეთ  როგორ გამოვიყენოთ Maps აპლიკაცია, რომელიც დამეხმარება პროექტი გავხადო მოსწავლეებისათვის საინტერესო  რეალურ-ვიზუალური ხედვით.
     ტერნინგის ბოლოს შევაჯამეთ ტრენინგის 9-დღიანი მუშაობა.განვიხილეთ გეგმები, პრეზენტაციები, შეფასების რუბრიკები. ტრენერისაგან, გიორგი არამაშვილისაგან , მივიღეთ რეკომენდაციები, რომლებიც დამეხმარება  მომავალში საინტერესო პროექტების შექმნაში.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Friday, December 14, 2018

დღე მერვე ,,რეფლექსია"

დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ დავალების შემოწმებით, რომელიც შეეხებოდა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს. შევქმენი და დავარედაქტირე რუბრიკები, რომლითაც შევამოწმებ მოსწავლეთა პრეზენტაციას.
თითოეული მოსწავლის შეფასება რომ ვაწარმოო ამისათვის ვიყენებ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკას, რომელშიც როგორც თვიშეფასების, მოსწავლეების  შეფასების  და თანატოლთა შეფასების  მახასიათებელი  მაქვს  შეტანილი.
როცა პროექტს დავიწყებ ამ შეფასების რუბრიკებსა და მეთოდებს მოსწავლეებს წინასწარ გავაცნობ, რათა მოსწავლეებმა იცოდნენ მათ მიერ შესასრულებელი დავალებები რას უნდა მოიცავდეს და როგორ შეფასდებიან.
სახელმძღვანელოდან გავიგე, რომ შეფასების ინსტრუმენტები და მეთოდები სასურველია მოსწავლეებთან ერთად შევიმუშათ, რაც მე და ჩემს მოსწავლეებს დაგვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში.

Monday, December 10, 2018

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ დავალების განხილვით.
შევედით მოსწავლის სავარაუდო ნიმუშში და სლაიდის ზემოთ დავაწერეთ სათაური.შევავსეთ პრეზენტაციის კრიტერიუმები.შევქმენით პრეზენტაცია.
შევქმენით google-is .ფორმების მეშვეობით შევქმენით ტესტი.აღნიშნული ფონებით შეგვიძლია  გავაკეთოთ  წინარე ცოდნის შესაფასებელი რუბრიკა.

Sunday, December 9, 2018

დღე მე-6 "რეფლექსია"

დღევანდელი დღე იყო საინტერესო და მრავალფეროვანი.
link list-ის საშუალებით დავამატე მონაწილეთა ბლოგები.
განვიხილეთ მოდული 3.დამატებითი რესურსები.გავიგეთ თუ როგორ დავადგინოთ საავტორო უფლებები არის თუ არა დაცული.
გავეცანით საძიებო სისტემას, რომელიც სასურველი ინფორმაციის მოძიების საუკეთესო გზაა.
ვისწავლეთ ვიდეოს დამატება ჩვენს ბლოგზე.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისათვის.

Saturday, December 8, 2018

მეხუთე დღე,,რეფლექსია"

ტერნინგის დასაწყისში განვიხილეთ დავალებები.
 შევავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩო.ვიხელმძღვანელეთ ინტელის საგანმანალებლო რესურსებით ( მოდული 2.აქტივობა 3.).
შევავსეთ პრეზენტაციის მომზადების ჩეკლისტი, რომელიც დაგვეხმარება პროექტის პრეზენტაციის მომზადებაში.
დღევანდელი ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისათვის.

Friday, December 7, 2018

მეოთხე დღის ,,რეფლექსია"

დღევანდელი ტრენინგი იყო მრავალფეროვანი და საინტერესო.
განვიხილეთ დავალებები.
გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს, (მოდული2. აქტივობა 3),რაც დაგვეხმარება პროექტის შეფასების სწორ წარმართვაში.

მიმართულების საკვანძო კითხვები

ზოგადი:
  • რა საფრთხე ელის კაცობრიობას 50 წლის შემდეგ?
თემატური:
  • რა  მოხდება თუ ტყე გაიკაფება?
  • რა მნიშვნელობა აქვს მცენარის გამრავლებას ადამიანისასთვის?
  • რატომ უნდა დავიცვათ ბუნება?
შინაარსობრივი:
  • რომელი მცენარეები იცით?
  • რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ხე, ბუჩქი და ბალახი?
  • რა ეტაპს გაივლის მცენარე გამრავლებისას?

Monday, December 3, 2018

დღე მესამე "რეფლექსია"

საინტერესო და მრავალფეროვანი იყო დღევანდელი ტრენინგიც.
შევქმენი საქაღალდე googl drive-ში.
ჩეკლისტის მეშვეობით შევიმუშავეთ სატატიები.რომელსაც შევიტან ბუკლეტეში.
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვაძო კითხვები:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი.

Sunday, December 2, 2018

დღე მეორე 'რეფლექსია''

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. ვიმუშავეთ პროექტის თემის შინაარსზე. დავწერეთ სტატიები.
ნებისმიერ ბრაუზერს აქვს incognito გვერდი, რომელიც ჩემი სამომხმარებლო რესურსების დაცვის საშუალებას იძლევა.
 შევქმენით ბლოგი.  ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.
დიდი მადლობა ბატონ გიორგის საინტერესო ტრენინგისათვის!

დღე პირველი "რეფლექსია"

გავეცანი პროექტის სწავლების პირველ მოდულს.ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და დამატებით რესურსებს, ამ მოდელში გამოყენებულ ფაილებს, რომლებიც დამეხმარება კლასში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში,სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.



დღე მეცხრე ,,რეფლექსია"

   დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ტრენინგი დავიწყეთ საშინაო  დავალების განხილვით. კერძოდ, პროექტის გეგმაში       დიფერენცირე...